თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ლიეტუვის გუნდი „ვილნიუსი“ ჩამოვიდა. მემორიალთან გუნდმა ორი სიმღერა შეასრულა.
ლიეტუვის გუნდი კონცერტს დღეს საღამოს რუსთაველის თეატრში გამართვას.
9 აპრილის მემორიალთან ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაში სულ 8 გუნდი მონაწილეობდა.