მუსიკლური ღონისძიება 9 აპრილის მემორიალთან

თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისადმი მიძღვნილი კონცერტი  გაიმართა.

სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ლიეტუვის გუნდი „ვილნიუსი“ ჩამოვიდა. მემორიალთან გუნდმა ორი სიმღერა შეასრულა.

ლიეტუვის გუნდი კონცერტს დღეს საღამოს რუსთაველის თეატრში გამართვას.

9 აპრილის მემორიალთან ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაში სულ  8 გუნდი მონაწილეობდა.