დავით ზალკალიანის ვიზიტი ლიეტუვაში

დავით ზალკალიანის ვილნიუსში ოფიციალური  ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა. აღინიშნა, რომ   ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ერთსულოვანი არიან უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში.  ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ასევე ლიეტუვის სეიმის სპიკერს და ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. შეხვედრებზე ხაზი   გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.