„ექო ვეი“ – 23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლია მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს.
4 დღე, 5 სცენა და 150 -მდე უცხოელი და ადგილობრივი არტისტი. მთავარი ჰედლაინერი კი, ცნობილი დიჯეი სოლომუნი იქნება. მოწვეულ არტისტებს შორის არის ტრიპ-ჰოპ მუსიკის პიონერი თრიქიც. „ექო ვეი“ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ფესტივალის, „ექსითის“ ქოლგის ქვეშ გაიმართება. ფესტივალი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ეწყობა. ფესტივალის მიზანია რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნა . მუსიკის გარდა ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებას.