საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 300 ათასზე მეტი მაცხოვრებელი ახალი სამთავრობო სტრატეგიის შედეგებით ისარგებლებს.
ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად და ყოვლისმომცველ განვითარებას. 2019-2023 წლებში იგეგმება მაღალმთიანი რეგიონების განვითარება სხვადასხვა მიმართულებით. კონკრეტულად მეტი ყურადღება მიექცევა ადგილობრივ მეწარმეობას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ნარჩენების მართვას, ეკო-ტურიზმს და სხვა სფეროებს, რომლებიც მდგრად განვითარებას განაპირობებენ.