დაბინძურებული გარემო და ნარჩენების მართვის პრობლემა თელავში

დაბინძურებული გარემო და ნარჩენების მართვა თელავში დიდი ხანია პრობლემაა. პოლიეთილენის პარკები, თუნუქის ქილები, პლასტმასის ბოთლები და სხვა ნარჩენები თელავსა და მის შემოგარენში ურნის ნაცვლად პირდაპირ ქუჩაში, სკვერებსა და რეკრეაციულ ზონაში ყრია. თელავის მერიის დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტი წელიწადში მილიონი ლარია. თელაველები კი ამ პრობლემას მაინც მწვავედ უჩივიან. ამ ფონზე გარემოს დაბინძურების შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი მინიმალურია.

რა არის პრობლემის მთავარი მიზეზი – მოქალაქეთა უპასუხისმგებლობა, დასუფთავების სამსახურის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა თუ სუსტი მონიტორინგი – ჟანა დიდებაშვილი თელაველთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემის შესახებ გიამბობთ.