მთავრობა 2021 წელს აჯამებს.
მთავარ მიღწევად ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება სახელდება. საბოლოო მონაცემებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი დარწმუნებულია, რომ გასული წლის ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება და ის 10%-ს გადააჭარბებს. წინა წლის შეჯამების დროს განსაკუთრებული აქცენტი საგარეო ვალის შემცირებაზე კეთდება. ოპტიმისტური პროგნოზია 2022 წლის მიმართაც, რომელიც ეკონომიკის 6%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. მთავარ გამოწვევად კი ინფლაციის მკვეთრი ზრდა სახელდება, თუმცა ფინანსთა მინისტრი გაზაფხულიდან ინფლაციის კლების ტენდენციას ელოდება. მთავრობა ნომერ პირველ პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნას აცხადებს. ამ მიზნით იანვრის ბოლოდან კონკრეტული პროექტის დაწყებაც დაანონსდა.