საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთარშიც გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ასევე, ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით, 300 ლარი დაერიცხება. მოთხოვნა დაუკმაყოფილდება იმ მოქალაქეებსაც, რომლებმაც სრულად ვერ შეძლეს დოკუმენტების შეგროვება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.
ანა ბროლაძე ჩაგვერთვება მთავრობის სხდომის დეტალებითა და განცხადებით პირდაპირ ეთერში.