საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელისუფლება ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების პროცესს გააგრძელებს.
ფრენების გრაფიკი ორშაბათიდან გამოქვეყნდება. პარალელურად, ევროკავშირის მიერ საქართველოს ე. წ. მწვანე, უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შემდეგ, საქართველოს საგარეო უწყება ცალკეულ ქვეყნებთან „მწვანე კორიდორების“ შექმნაზე უკვე მუშაობს. დღესვე დაზუსტდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესებიც.
ანა ბროლაძე განავრცობს თემას.