მთავრობამ წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა.
დოკუმენტის მიხედვით, წიაღისეულ მოპოვებასთან ერთად, მთავრობის პრიორიტეტი, მისი გადამუშავება იქნება. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა საკანონმდებლო დონეზე ამკვიდრებს შემდეგ პრინციპს: წიაღის მომპოვებელ ყველა ლიცენზიანტს, მისი გადამუშავების ვალდებულებაც ექნება.
ნათია თურნავას თქმით, ხელისუფლების მოაცანაა, რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას ქვეყნის შიგნით, ხოლო ექსპორტზე წიაღისეულის გადამუშავებით მიღებული პროდუქცია გავიდეს.