მთავრობის ახალი საგადასახადო ინიციატივები.
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაწესებული შეღავათების შემდეგ ფინანსთა სამინისტრო კიდევ სამ ცვლილებას ამზადებს. დაანონსებული გეგმა უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში წარმოების და ბიზნესის დაწყების გამარტივებას გულისხმობს. მცირდება საგადასახადო დოკუმენტების ჩამონათვალი. რეფორმა რეგიონებში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობასაც ისახავს მიზნად.