მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილა

მთავრობამ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილა. დოკუმენტით, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა, 2020 წლის ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდ ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დოკუმენტში ასახული ყველა ის მიმართულება, რომელსაც მმართველი გუნდი ეყრდნობა. გიორგი გახარიას თქმით, ბიუჯეტი არის ორიენტირებული სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე. მისივე განცხადებით, ბიუჯეტი მაქსიმალურად არის გათვლილი მოქალაქეების ინტერესებზე.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება. გარდა ამისა, პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდაა გათვალისწინებული. 2020 წლის პირველი ივლისიდან, კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ პენსია პირველი ჯგუფის ინვალიდებსა შშმ პირებს. ბიუჯეტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.