სათამაშო ბიზნესისთვის მკაცრი რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილება მიღებულია.
საუბარია ონლაინკაზინოებზე, რომელთა მფლობელებიც ძირითადად უცხოური კომპანიები არიან. როგორც ირკვევა, სათამაშო ბიზნესის ამ სექტორით საქართველოდან მილიარდ ნახევრამდე ლარი გაედინება. მოთამაშეთა უმეტესობა კი მოსახლეობის გაჭირვებული ფენაა. ახალი ინიციატივით, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გააჟღერა, ონლაინკაზინოებს გადასახადები გაეზრდებათ, დაგეგმილია რეკლამის აკრძალვაც, რეგისტრაციის ბარიერი კი 25 წლამდე აიწევს.
მთავარი მიზანი ონლაინთამაშებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შემცირებაა. სამომავლოდ არც ის არის გამორიცხული, რომ ონლაინკაზინოები საერთოდ აიკრძალოს. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა.
მთავრობის ინიციატივა და გამოხმაურებები, – ნახეთ შალვა სუმბაძის რეპორტაჟში.