უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აჭარაში პასუხისგებაში მისცა ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს საცხოვრებელ სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტი ჰქონდათ მოწყობილი, საიდანაც ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი გადაიცემოდა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.