ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტთა შორისაა
მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ათეულში ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა მოხვდა. 2019-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა, ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.
ვებგვერდზე განთავსებულია სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებლის, ვლადიმერ აფხაზავს ბიოგრაფია და მოკლე ვიდეორგოლი, სადაც ის საკუთარი მიზნების შესახებ ჰყვება.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული პრიზის სახით 1 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. საერთო ჯამში 10 ათასამდე განაცხადი 179 ქვეყნიდან შევიდა.