მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო

კვირას გახდება ცნობილი, მოიპოვებს თუ არა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგი, მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის სტატუსს.

მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს გადაცემის ცერემონიას, 24 მარტს დუბაი უმასპინძლებს. ლადო აფხაზავა 10 ფინალისტს შორისაა. სპეციალურმა ჟიურიმ ის მსოფლიოს მასშტაბით, 40 000 პედაგოგს შორის გამოარჩია. დაჯილდოების ცერემონიის წინ ფინალისტები სხვადასხვა ფორუმში მონაწილეობენ და ერთმანეთს საკუთარ სასწავლო მეთოდოლოგიას უზიარებენ.

როგორ მიმდინარეობს მზადება კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის – „მოამბე“ დუბაიშია, საიდანაც გენო ოსიყმაშვილი განაგრძობს საუბარს.