ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სიმბოლური აქცია

დღევანდელ თარიღს მიუძღვნა სიმბოლური აქცია ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა.

ქართული ანბანის ასოებით ხელში და შეძახილებით სტუდენტებმა ოპერისა და ბალეტის თეატრიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს. აქციის შემდეგ კი მწერალთა სახლში ერთდღიანი ფესტივალი „გაუზიარე 33 ემოცია“ გაიხსნა.

ღონისძიება ანსამბლმა „რუსთავმა“ ეროვნული ჰიმნის შესრულებით გახსნა, გაკვეთილი ჩაატარა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ, ფესტივალზე მისული საზოგადოება დღის ბოლომდე კიდევ არაერთ მუსიკალურ, შემეცნებით და გასართობ აქტივობას დაესწრება.