ლადო აფხაზავა საქართველოში დაბრუნდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტი ლადო აფხაზავა საქართველოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას კოლეგები და მეგობრები დახვდნენ.

ლადო აფხაზავამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის საქმიანობას ისევ განაგრძობს. პარალელურად კი გლობალური ჯილდოს მონაწილეებს საქართველოში კოლეგებთან შესახვედრად ჩამოიყვანს.