„მასწავლებლის გლობალური ჯილდო - 2019“

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ქართველი ფინალისტი, ლადო აფხაზავა უკვე დუბაიშია. მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგი კვირას გამოვლინდება, თუმცა მანამდე ფინალისტებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ. ისინი სხვადასხვა ფორუმში იღებენ მონაწილეობას, სადაც მსოფლიოს პედაგოგებს საკუთარ შესაძლებლობებსა და სწავლების მეთოდიკას უზიარებენ. დუბაიშია ჩვენი გადამღები ჯგუფიც.

გენო ოსიყმაშვილი მოგვიყვება, როგორ ემზადება ლადო აფხაზავა ფინალური დღისთვის.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი