მსოფლიო ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს აღნიშნავს

მსოფლიო ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს აღნიშნავს. 73 წლის წინ ალიანსის ჯარებმა ნაცისტური გერმანიის მიერ დატყვევებული ადამიანები საკონცენტრაციო ბანაკებიდან გაათავისუფლეს. ჰოლოკოსტის შედეგად გარდაცვლილთათვის ხსოვნის მისაგებად ყოველ წელს ოსვენციმის ბანაკსა და ჰოლოკოსტის მემორიალთან ასიათასობით ადამიანი იყრის თავს.

პოლონეთში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ამ დღესთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა, სადაც წერია, რომ ევროკავშირს მორალური პასუხისმგებლობა აკისრია, ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილი ადამიანების ამბავი, მომავალ თაობებს შემოუნახონ.