ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ისრაელის კვირეულის ფარგლებში, რუსთაველის თეატრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საღამოს ორგანიზატორი „ისრაელის სახლი“ იყო. გაიმართა წიგნის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება. შეხვედრას ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც.

ირაკლი კობახიძემ ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას გაუსვა ხაზი.