ხსოვნის და გლოვის ეროვნული დღე ისრაელში

ხსოვნის და გლოვის ეროვნული დღეა ისრაელში.

ჰოლოკოსტის შედეგად დაღუპული ებრაელებისთვის პატივის მისაგებად ისრაელის მთავრობა და მოქალაქეები იად ვაშემის მთაზე შეიკრიბნენ.

მასობრივ გენოციდს, რომელიც ნაცისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს მოაწყო, 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს დღე არის შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ გენოციდი აღარასოდეს დაუშვას.