მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმი 

მსოფლიო მე-20 საუკუნის უმძიმესი დანაშაულის მილიონობით მსხვერპლს იხსენებს.

ჰოლოკოსტის დღეს ისრაელი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ფორუმს მასპინძლობს. 50 ქვეყნის ლიდერებს შორის არის საქართველოს პრეზიდენტიც. მთავარი ღონისძიება იერუსალიმში ჩატარდა და ის ნაცისტური რეჟიმის მიერ შექმნილი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 75 წლისთავს მიეძღვნა. ჰოლოკოსტი, იგივე „სრულად დაწვა“ ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების სისასტიკეს და წამებით მოკლული 6 მილიონამდე ებრაელის ტრაგედიას აღნიშნავს.

გივი ბარამიძე გვეტყვის, რა გზავნილებით ჩავიდნენ მსოფლიო ლიდერები ისარელში.