ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

ტრაგიკული თარიღი მსოფლიოს ისტორიაში. 27 იანვარი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. 77 წლის წინ, ამ დღეს ალიანსის ჯარებმა ნაცისტური გერმანიის მიერ დატყვევებული ადამიანები საკონცენტრაციო ბანაკებიდან გაათავისუფლეს. გენოციდს 17 მილიონი ადამიანის, მათ შორის ექვსი მილიონი ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰოლოკოსტის შედეგად გარდაცვლილთათვის ხსოვნის მისაგებად, ყოველ წელს ამ დღეს, ოსვენციმის ბანაკსა და ჰოლოკოსტის მემორიალთან ასიათასობით ადამიანი იყრის თავს. მსხვერპლთა გასახსენებლად რამდენიმე ღონისძიება საქართველოშიც გაიმართა.