საერთაშორისო რეიტინგში საქართველო პოზიციებს იუმჯობესებს.
ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოში მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში საქართველომ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და ნორვეგიას გაუსწრო.
მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაწინაურებას ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს უკავშირებს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დღეს ბრიფინგი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ერთად გამართა.