მსოფლიო ბანკი - საჯარო ფინანსების მართვის სისტემები საქართველოში გაუმჯობესებულია

საჯარო ფინანსების მართვის სისტემები საქართველოში გაუმჯობესებულია, – ეს განცხადება მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა დენიელ ბოისმა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულებების პრეზენტაციაზე გააკეთა. მსოფლიო ბანკის კვლევა, მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის მიმდინარე ეფექტიანობის ობიექტურ ანალიზს პი ი ეფ ეი ინდიკატორის მიმართ.

შეფასების ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და მისი გამოყენება ბიუჯეტის მომზადებაში.