მსოფლიო ბანკი – საჯარო ფინანსების მართვის სისტემები საქართველოში გაუმჯობესებულია

15:36, 18.07.2018

საჯარო ფინანსების მართვის სისტემები საქართველოში გაუმჯობესებულია, – ეს განცხადება მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა დენიელ ბოისმა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულებების პრეზენტაციაზე გააკეთა. მსოფლიო ბანკის კვლევა, მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის მიმდინარე ეფექტიანობის ობიექტურ ანალიზს პი ი ეფ ეი ინდიკატორის მიმართ.

შეფასების ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და მისი გამოყენება ბიუჯეტის მომზადებაში.

 

მსგავსი