სახალხო დამცველისა და „ციხის საერთაშორისო რეფორის“ მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები პენიტენციალურ სისტემებში არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ. ნინო ლომჯარიას განცხადებით, წამების კუთხით, ციხეებში მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება.
ციხის საერთაშორისი რეფორმის ხელმძღვანელის განმარტებით, სამარტოო პატიმრობა, მაღალი რისკების მსჯავრდებულების მიმართ არასათანადო მოპყრობა, ჯანდაცვის სერვისების მიწოდება და რესოციალიზაცია კვლავ გამოწვევის საგანია.
ღონისძიებაზე მეზობელი ქვეყნები პრევენციის ეროვნული მექანიზმების წლიურ ანგარიშებსაც წარმოადგენენ.