მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

15:09, 25.06.2018

როგორი იქნება ახალი სამთავრობო სტრუქტურა და შემადგენობა, ეს ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ხვალ მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც დეტალურად ისაუბრებენ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე.

პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირდაპირ არ უპასუხა, ვინ დარჩება მთავრობის ახალ შემადგენლობაში.

მსგავსი