მსჯელობა მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესის ცვლილებაზე

მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესის მოსალოდნელ ცვლილებაზე იმსჯელეს პარლამენტში.

ინიციატივა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ცვლილება დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

საკომიტეტო სხდომაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც და ბიუჯეტში ამ კუთხით ჩადებულ დაფინანსებას.

შეგახსენებთ, რომ პირველი იანვრიდან 200 ლარამდე იზრდება პენსიაც. მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში კი პენსია 240 ლარი იქნება.