მთავრობის სხდომა

2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით განისაზღვრება, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 300 ლარი იქნება, ვეტერანთა დახმარება კი 100 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალ წელს საჯარო სექტორში ხელფასი დაახლოებით ათი პროცენტით გაიზრდება და ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება. პრემიერის თქმით, ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება.

ანა ბროლაძე ჩაგვერთვება მთავრობის ადმინისტრაციიდან პირდაპირ ეთერში.

დატოვე კომენტარი