70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის პენსია იზრდება

13:00, 01.07.2020

დღეიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით გაიზარდა. ზრდა ეხებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც. საერთო ჯამში, გაზრდილი პენსიით დაახლოებით 450 ათასი მოქალაქე ისარგებლებს.

2021 წლიდან კი ქვეყანა ახალ საპენსიო მოდელზე გადავა. ყველა კატეგორიისთვის პენსიების მატება კანონით დარეგულირდება და ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიხედვით მოხდება.

 

მსგავსი