სუბსიდიები პანდემიის დროს 2021 წელს

უკვე ორი დღეა საქართველოში წყლისა და ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები მოქმედებს, თუმცა გარკვეული მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის მთავრობა ერთი წლის განმვალობაში გადასახადის ნაწილის სუბსიდირებას მოახდენს. ასევე, იანვრიდან იწყება კოვიდპანდემიის გამო დაწესებული კომპენსაციების გაცემაც. მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა   ბიზნესის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. ამასთან, მიმდინარე თვიდან გაიზარდა პენსიაც,  70 წლამდე მოქალქეებისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკისთვის, 25 ლარით.   შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც  მკაფიოდ განსაზღვრავს პენსიის ყოველწლიურ მატებას.