პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისათვის დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ ახალციხის რაიონულ სასამართლოში. ვახტანგ რობაქიძეს გუშინ ბრალი დაუმძიმდა. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, მუქარის გარდა, ბრალდებას 239-ე მუხლიც დაემატა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. პროკურატურა ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
ვახტანგ რობაქიძეს, 15 იანვარს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ადმინისტრაციული სახდელის ვადა უკვე ამოიწურა. რაც შეეხება ინციდეტს, შემთხვევა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად ვახშმობდა. რობაქიძემ მათ შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ცნობილია, ვახტანგ რობაქიძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.