შეიცვლება თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების დარღვევის მცდელობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ხატია დეკანოიძის განცხადებით, უმრავლესობა მზად არის, შეცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რომელიც მიშელის შეთანხმების ნაწილია და 2/3 ხმებით არჩევას გულისხმობს. მისი თქმით, მმართველი ძალის ინტერესში არა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით, რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება არ განიხილება.