ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონზე
ოპოზიციისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს მმართველ გუნდს. „თუ ამ კანონს მივიღებთ, უფლებრივი სტანდარტი უნდა გახდეს მეტად განჭვრეტადი, უნდა დაზუსტდეს ტერმინოლოგიაც – ჩვენ ამისთვის მზად ვართ“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
,,ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიამ თავისი დასკვნით, ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებებს წერტილი დაუსვა.