ვენეციის კომისიის დასკვნა

დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება პოლიტიკურ სპექტრში. მხარეებს შორის პოზიციები ორად გაიყო. ევროპელი ექსპერტების მოსაზრებები ოპოზიციისთვის მწვავე და კრიტიკულია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქართულ რეალობაში უკრაინული კანონის კოპირება მიზანშეწონილი არ არის და გასათვალისწინებელი ორი ქვეყნის განსხვავებული პოლიტიკური კონტექსტი.

ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს, მათი განცხადებით, ვენეციის კომისიამ თავისი დასკვნით, ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებებს წერტილი დაუსვა.