„იარტ გალერეაში“ თავისუფალი ხელოვნების სივრცემ დამთვალიერებელს თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები წარუდგინა. ექსპოზიცია სახელწოდებით „მშვიდობა“, 38 ხელოვანის სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარს აერთიანებს, მათ შორის, გრაფიკას, ფერწერას და ფოტოგრაფიას. ავტორების დიდი ნაწილი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანია.
ასევე გაიმართა ონლაინ გამოფენა, სადაც 76-მა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ექსპოზიცია 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.