სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე გარდაცვლილ მუშას ხვალ დაკრძალავენ. „ჩინეთის რკინიგზის 21 ბიუროს“ თანამშრომელი, სარკინიგზო გვირაბის ხარაგაულის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების შესრულების დროს გარდაიცვალა. კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობს გარდაცვლილის ოჯახი და პროფკავშირები. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.