მშენებლობაზე არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.
სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. სწორედ მის ობიექტზე დაიღუპა 16 წლის არასრულწლოვანი რამდენიმე დღის წინ. ის ლიფტის დემონტაჟის დროს შახტში ჩავარდა.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებს. მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიის დირექტორი ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არ ყოფილა. ადვოკატის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მუშა სამშენებლო ობიექტზე სამუშაოდ ტრაგედიამდე ორი საათით ადრე აიყვანეს.
პროკურატურა დაკავებული დირექტორის პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.