20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატის მოთხოვნა საქმის ცალკე ეპიზოდად გამოყოფის შესახებ დაკმაყოფილებულია. პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.
მორის მაჩალიკაშვილთან ერთად 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულია ბეჟან ლორთქიფანიძეც.