გაზმომარაგების აღდგენისთვის დაწესებული ტარიფი შესაძლოა გადაიხედოს.
ენერგოომბუდსმენი სემეკს სთხოვს, გაზის კომპანიების მიერ დადგენილი საჯარიმო სანქციის საკითხი შეისწავლოს და ტარიფის ოდენობა თავად განსაზღვროს. დავალიანების გამო მარტო 2017 წელს გაზის მიწოდება 230 000-ზე მეტ აბონენტს შეუწყდა. მათ შორის 174 000 „სოკარზე“, 54 000 კი „ყაზტრანსგაზზე“ მოდის. შეწყვეტილი გაზმომარაგების აღდგენისთვის კი მომხმარებლებს 5-ლარიანი ტარიფის გადახდა უწევთ. საჯარიმო სანქცია მინიმალური დავალიანების შემთხვევაშიც უცვლელია.