ევაკუაცია საბავშვო ბაღში

ევაკუაცია მე-15 საბავშვო ბაღში – სპეციფიკური სუნის გამო ბაღის ადმინისტრაციამ შენობის დაცლის გადაწყვეტილება მიიღო და მშობლები გამოიძახა.

ადგილზე სამართალდამცველები და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები მუშაობდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძეც. მისი განცხადებით,  ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა შემოწმების შემდეგ გაზის გაჟონვა გამორიცხეს.