გაზის ნამწვით ინტოქსიკაცია

თემქაზე, ცე ოთი მოწამლული ექვსივე ადამიანის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან და სახლში იმყოფებიან. ოჯახი მოწამვლის მიზეზად გაზგამათბობლის ექსპლუატაციის ვადის გასვლას ასახელებს და აცხადებს, რომ პრეტენზია არცერთი უწყების მიმართ არ გააჩნიათ. ამ დროისთვის აღნიშნულ გაზის მილებს და გაზის გამათბობელს ახლით ცვლიან, რომ მსგავს შემთხვევას მომავალში ადგილი არ ჰქონდეს.

შეგახსენებთ, შემთხვევა თემქაზე გუშინ ღამით მოხდა, რა დროსაც ცე ოთი ოჯახის 6 წევრი მოიწამლა. „ყაზტრანსგაზის“ განცხადებით, მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარია. მათივე ინფორმაციით, ოჯახს გასულ წელს ორჯერ ჩაუჭრეს გაზ დანადგარი.