რა მუხლით ედავება გამოძიება "ყაზტრანსგაზის" ორ თანამშრომელს

ერთ საათში ოფიციალურად გაირკვევა, რა მუხლით ედავება გამოძიება “ყაზტრანსგაზის” ორ თანამშრომელს, რომლებიც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებიდან ორ დღეში დააკავეს. კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის ორი თანამშრომელი თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, სადაც მათ დღეს ბრალს წარუდგენენ.

ტატიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარის პოზიციები გიორგი კობერიძემ მოისმინა, რომელიც დიღომში პოლიციის სამმართველოსთან იმყოფება – რას აცხადებს ადვოკატი.