„ყაზტრანსგაზი“ საცხოვრებელ სახლებში გაზგაყვანილობის სისტემას ინტენსიურად ამოწმებს

„ყაზტრანსგაზი“ საცხოვრებელ სახლებში გაზგაყვანილობის სისტემას ინტენსიურად ამოწმებს. კომპანიის სპეციალისტებმა მხოლოდ იანვარის თვეში 2 381 ღიაკამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს.

კომპანია მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და განმარტავს, რომ ნამწვი, ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია. აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით, ჯამში დარღვევის 69 133 შემთხვევა დაფიქსირდა.