საჯარიმო სანქციის განხილვა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე თბილისის მერიას კანონმდებლობის უხეშად, არასწორი განმარტებით და ინტერპრეტაციით გამოყენებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ აქტივისტების და პოლიტიკოსების დაჯარიმებას, რაც მისი განმარტებით, საარჩევნო პერიოდში საარჩევნო პლაკატის გაკვრისთვის მოხდა. აბესაძე მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ გატარდა პოლიტიკური დასჯის ღონისძიება.

მერიაში კი აცხადებენ, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე.

„ევროპული საქართველოს“ საჩივარი დღეს მერიის იურიდიულმა სამსახურმა განიხილა.