მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით კონკურენციის სააგენტოში შექმნილი დეპარტამენტი მოკვლევის სამი თვის შედეგებს აქვეყნებს.
სტატისტიკიდან ირკვევა,რომ საქართველოში ყველაზე ხშირად მოქალაქეთა უფლებები ონლაინ ვაჭრობის პროცესში ირღვევა. ამ დროისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში 122 საჩივარია შესული. აქედან 14 შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორმა მომხმარებელთა პრეტენზიები კონკურენციის სააგენტოს დასკვნამდე დააკმაყოფილა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, სხვადასხვა სახის დარღვევის შეთხვევაში მათ მიმართონ და ამ ფორმით ელექტრონული კომერციის სექტორში პრობლემების მოგვარებას ხელი შეუწყონ.