„მომავლის თაობის“ აქცია კუს ტბაზე.
თბილისის 46-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით მარათონი გაიმართა. მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.
გარბენში თბილისის მე-20 საჯარო სკოლის 120 მოზარდი მონაწილეობდა.
მოეწყო მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
შემოსული თანხა უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლას გადაეცემა.
ღონისძიებას შეუერთდნენ პედაგოგები, საქართველოს ტანვარჯიშის და კალათბურთის ფედერაციები, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და სპორტსმენები.