ბათუმში ღამის მარათონი დაიწყო

ბათუმში ღამის მარათონი დაიწყო. მსოფლიოს 35 ქვეყნიდან ასპარეზობაში 1700-მდე მორბენალი ჩაერთო. გარბენში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც მონაწილეობს. ღონისძიებამ სტარტი ბათუმის ბულვარიდან აიღო. იგი მოიცავს ოთხი ტიპის გარბენს.

მონაწილეს, რომელიც გადაკვეთს ფინიშის ხაზს, გადაეცემა მედალი, გამარჯვებულებს კი ფულადი ჯილდოები. მარათონი გალაკონცერტით დასრულდება. მარათონში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია ფასიანი იყო, თანხა კი გადაეცემა ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის პროექტს – „ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს“.